„თურქეთში დაკავებული რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ჯაშუშობასა და ჩეჩენ ოპოზიციონერთა მკვლელობის მზადებაში არიან ეჭვმიტანილები, ინსტრუქციებს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატისა და რამზან კადიროვის უახლოესი თანამებრძოლის, ადამ დელიმხანოვისგან და კაზბეკ დუკუზოვისგან იღებდნენ“ - თურქეთის დაზვერვის მონაცემებით, დაკავებულები თურქეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციის ლიდერის, აბდულჰაკიმის მკვლელობას გეგმავდნენ, რომელიც სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა.
მეორე ორგანიზატორი, MIT-ის ცნობით, ყაზბეკ დუკუზოვია. ის 2004 წლიდან, ევროპაში ჩეჩენი ოპოზიციონერების მკვლელობის ორგანიზების მონაწილედ არის დასახელებული.
9 ოქტომბერს, სტამბოლში, პოლიციის ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებამ და ეროვნულმა დაზვერვამ ექვსი უცხოელი დააკავა, მათ შორის ოთხი, რუსეთის მოქალაქეა, ერთი - უკრაინის, ერთი - უზბეკეთის. მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დაკავების ოპერაციის შემდეგ სტამბოლში რამზან კადიროვი ჩავიდა, თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია. მედია მიუთითებს რამდენიმე ვიდეოზე, რომლებზეც ჩანს, რომ ის ღამით, თავის თანამებრძოლებთან ერთად ქუჩებში სეირნობს. არ არის ცნობილი, დაკავშირებულია თუ არა მისი ვიზიტი თურქეთის დაკავებებთან, თუმცა ამაშო დარწმუნებულია ოპოზიციონერი ბლოგერი ხასან ხალიტოვი, რომელსაც მედია ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა სავარაუდო სამიზნედ მოიხსენიებს.