იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევას „ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯად“ აფასებს საქართველოს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს მნიშვნელოვანია, სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე, რასაც საქართველოს პარტნიორებიც მოუთმენლად ელოდებიან.
„დღეს ჩვენ, ჩვენი გაცხადბეული მიზნებიდან გამომდინარე, გვევალება დროული და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე, რასაც ჩვენი პარტნიორებიც ელოდებიან მოუთმენლად ჩვენგან. ამ კუთხით კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს. როცა ვიცით, რა სიმბოლური ადგილი უჭირავს სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამომავლო სასამართლო რეფორმის გაგრძელების კუთხით და რაოდენ ყურადღებას იქცევა მისი შემადგენლობა, თუ მისი მიუკერძოებლობა. მზად ვარ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამი პრიორიტეტის ირგვლივ შევხვდე ყველას, ვინც ამაზე თანხმდება და პრეზიდენტის პლატფორმა გამოვიყენოთ საჭიროებისამებრ.
ასევე, მზად ვარ, ძალიან ბევრი რამისთვის, როცა ვიცი და სადაც ვიცი, რომ ქვეყნის ინტერესი დგას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს საქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენცია გაიმართა. მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩიეს - პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი.
ამავე თემაზე