პოლარიზაციის დაძლევა შესაძლებელი იქნება თუ ქვეყანა, პოლიტიკური პარტიები, ოპოზიცია თუ უმრავლესობა დაუბრუნდებიან რეალური პრობლემების და რეალური გამოწვევების გადაწყვეტას, - მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლება კმაყოფილებას გამოთქვამს ეკონომიკის ზრდის უპრეცენდენტო მაჩვენებლით, როცა პარალელურად მოქალაქეები განიცდიან პირობების მკვეთრ გაუარესებას.
„მართალია, საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა, რომ ერთმანეთის სიძულვილმა და ლანძღვამ ბევრად გადააჭარბა რეალური პრობლემების განხილვას, პრაქტიკულად იგნორირებული იყო ქვეყნის რეალური საჭიროებები და მოქალაქეების უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.
ერთი მხრივ, ხელისუფლება კმაყოფილებას გამოთქვამს ეკონომიკის ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებლით, როცა პარალელურად მოქალაქეები განიცდიან პირობების მკვეთრ გაუარესებას.
ოპოზიცია კი სულ სხვა ვიწრო პოლიტიკური პრიორიტეტებით ხელმძღვანელობდა და ფაქტია, რომ არც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება და არც ეკონომიკური კრიზისის დაძლევა არ გახდა პარტიების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები.
პოლარიზაციის დაძლევა შესაძლებელი იქნება თუ ქვეყანა, პოლიტიკური პარტიები, ოპოზიცია თუ უმრავლესობა დაუბრუნდებიან რეალური პრობლემების და რეალური გამოწვევების გადაწყვეტას.
მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ორი მიმართულება - ჯანმრთელობის კატასტროფის თავიდან აცილება, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა და მესამე, ევროპული ინტეგრაციის ქმედითი გზა, რომელიც ჩვენთვის უალტერნატივოა, იმდენად უალტერნატივო, რომ არ შეიძლება, რომელიმე პარტიული ინტერესი ამას წინ უსწრებდეს, არის ჩვენი ერთობლივი ზეპარტიული გამოწვევა არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი გაცხადებული ორიენტაცია, არა იმიტომ, რომ ქვეყნის 80% ამ გზას მხარს უჭერს, არამედ იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ჩვენი სოციალური ეკონომიკური სახელმწიფო განვითარების გზა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.