აივენგო რიკაძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

მოჭიდავე აივენგო რიკაძემ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე აივენგო რიკაძემ 82 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მიაღწია წარმატებას.

ფინალში ქართველმა სპორტსმენმა შვეიცარიის წარმომადგენელი, რამონ რაინერ ბეჩარტი დაამარცხა.