აშშ-ში 192 931 486 ადამიანი სრულადაა ვაქცინირებული

"აშშ-ში 192 931 486 ადამიანი სრულადაა ვაქცინირებული", - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 425 272 828 დოზა გამოიყენა.

უწყების ცნობით, 222 268 786-მა ადამიანმა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მიიღო.

ასევე, „ფაიზერის“, „მოდერნას“ ან „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინების ე.წ. „ბუსტერ“ დოზით დაახლოებით 20.6 მილიონი ადამიანია აცრილი.