Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 615 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 423 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 192 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 206 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 738 171-ს.
"რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.71%, ბოლო 14 დღის - 9.34% ხოლო 7 დღის - 9.77%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 648 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 678 288.
ბოლო 24 საათში COVID10-ით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 238 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 885 შემთხვევა, აჭარა - 193, იმერეთი - 979, ქვემო ქართლი - 360, შიდა ქართლი - 428, გურია - 142, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 378, კახეთი - 530, მცხეთა-მთიანეთი - 118, სამცხე-ჯავახეთი - 157, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 619 საიდანაც:
6 648 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 553, აჭარაში - 554, იმერეთში - 1 429.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 640 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 615, აჭარაში - 132, იმერეთში - 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 338 პაციენტი, მათგან თბილისში - 186, აჭარაში - 40, იმერეთში - 31.
1 159 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 232 - აჭარაში.
41 812 ადამიანი სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებშია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 3.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 3 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პაციენტი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 137 ადამიანი.