ოპოზიციის აქტივისტის ცემის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტის, გიორგი ბალხამიშვილის ცემის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს-ს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

მათივე ცნობით, რუსთავში ძალადობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს 2 პირი: 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ა. და 2001 წელს დაბადებული რ.ჭ დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს - 1999 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.