თამარ გაბუნია: "მწვანე პასპორტი" რეგულაციებს ვერ ჩაანაცვლებს

"მწვანე პასპორტი" მიმდინარე, რთულ ეპიდემიურ სიტუაციაში, რეგულაციებს ვერც ერთ შემთხვევაში ჩაანაცვლებს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, რა იქნება პასპორტის მოსალოდნელი შედეგი, ამაზე საუბარი ძალიან რთულია.

"მწვანე პასპორტი" მიმდინარე, რთულ ეპიდემიურ სიტუაციაში, ვერც ერთ შემთხვევაში რეგულაციებს ვერ ჩაანაცვლებს. თუ ეპიდემიური მდგომარეობა უკონტროლო გახდა, შეიძლება დავუბრუნდეთ შეზღუდვებს. რა იქნება პასპორტის მოსალოდნელი შედეგი, ამაზე საუბარი ძალიან რთულია", - განაცხადა გაბუნიამ.