15 მარტი - 30 სექტემბრის პერიოდში, სრულად ვაქცინირებულებში ინფიცირებისგან დაცვის ეფექტურობა 90%-ს შეადგენს, ხოლო სრულად ვაქცინირებულების ინფიცირების შანსი არავაქცინირებულებთან შედარებით, 9,87%-ით ნაკლებია. ამას მოწმობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევა, რომელიც სექტემბერში ჩატარდა.
15 მარტი - 30 სექტემბრის პერიოდში კორონავირუსით გარდაცვლილი 5469 ადამიანიდან, 98,95% არავაქცინირებული იყო
ამ პერიოდში სრულად იყოს ვაქცინირებული 814 851 ადამიანი, მათგან 11,403-ს დაუდასტურდა კორონავირუსი.
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სულ 72 სრულად ვაქცინირებული მოხვდა.
15 მარტიდან 30 სექტემბრის პერიოდში გარდაცვლილთაგან (5469) 98, 95 არავაქცინირებული იყო.
18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაცინირებულებში სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99,37%, ხოლო 60 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 97,8 პროცენტია.
15 მარტის - 30 სექტემბრის პერიოდში სულ ქვეყანაში ჰოსპიტალიზებული იყო 53 767 ადამიანი. ვაქცინაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 1 386 ადამიანის. ვაქცინაციამ ჰოსპიტალიზაციისგან დაიცვა 93,4%, მათ შორის 60 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფში - 91,7%, 18-59 წლის ასაკში - 95%.
„60 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულებში ინტენსიური მკურნალობის საჭიროება 97,5%-ით ნაკლებ შემთხვევაში დგება, არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. 18-59 წლის ასაკის სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი 99%-ს შეადგენდა. სულ ინტენსიური მკურნალობა დასჭირდა სრულად ვაქცინირებულ 62 ადამიანს.
18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციისგან განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99,37%, ხოლო 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 97,8 პროცენტია. ეს არის საერთო ციფრები იმ ოთხივე ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში კეთდებოდა“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.