დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99% აუცრელი იყო, კითხვაზე კი, რა არის აცრილების გარდაცვალების მიზეზი, პასუხობს, რომ ეს არის ასაკი.
„გარდაცვლილებში 99% აუცრელია, 1% არის, ვინც ორჯერ აცრილი იყო, ეს არის 57 ადამიანი - პირველი არის ასაკი. ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცნობისთვის პაატა იმნაძე 67 წლის არის.
შეგახსენებთ, 15 მარტი - 30 სექტემბრის პერიოდში კორონავირუსით გარდაცვლილი 5469 ადამიანიდან, 98,95% არავაქცინირებული იყო.