ჰოლანდიური გაზეთი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გააძევა მათი კორესპონდენტი, რომელიც ქვეყანაში 2015 წლიდან ცხოვრობს - ეს მეორე ასეთი გადაწყვეტილება დასავლელი ჟურნალისტის წინააღმდეგ ბოლო თვეების განმავლობაში.
კერძოდ, რუსეთის ხელისუფლებამ ტომ ვენნიკს ბინადრობის უფლება გააუქმა რიგი სამართალდარღვევის გამო და 2025 წლის იანვრამდე აუკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა.
გაზეთ de Volkskrant-ის ცნობით, ვენინკს აცნობეს, რომ მას რუსეთში შესვლა 2025 წლის იანვრამდე აეკრძალა და ქვეყანა სამ დღეში უნდა დატოვოს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება ორი სავარაუდო დარღვევის მოტივით ახსნა: პირველ შემთხვევაში მან 2019 წელს გადაიხადა ჯარიმა იმისთვის, რომ დაგვიანებით აცნობა მოსკოვში საცხოვრებელი მისამართის შესახებ. მეორედ კი ნიდელანდელმა ჟურნალისტმა ჯარიმა იმიტომ გადაიხადა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად გასულ წელს, ჩუკოტკაში ჩავიდა.