"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების თაობაზე წერილობითი განცხადებით პარლამენტს ოფიციალურად უკვე მიმართა.
ხაზარაძის მიმართვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტშია. საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა.
ამასთან, ანალოგიური განცხადება უკვე დაწერა დეპუტატმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.