"მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, ისევ იგივე დავალებით. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მაქვს წერილი გადასაცემი", - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლის შემდეგ განაცხადა.
დეკანოზის თქმით, პატრიარქის თხოვნაა, რომ სააკაშვილმა შიმშილი შეწყვიტოს.
"მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, ისევ იგივე დავალებით. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მაქვს წერილი გადასაცემი. წერილის შინაარსი შეეხება ისევ და ისევ მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა წერილი გადავცე და მოვიკითხო. თხოვნაა და რჩევაა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილი", - თქვა მიქაელ ბოტკოველმა.
ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.
ამავე თემაზე: