პატრიარქის მდივანი: საპატრიარქო პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ვერ სთხოვს

"საპატრიარქო სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ვერ სთხოვს, რადგან ამის უფლება ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნის", - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს პატრიარქის წერილი უნდა გადასცეს.

"წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა ეს წერილი გადავცე და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა და რჩევაა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა", - განაცხადა ბოტკოველმა.