პრეზიდენტმა კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა დედაქალაქის ახლად არჩეულ მერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაქალაქის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე მიიღო.

საუბარი შეეხო თვითმმართვეობის არჩევნების მომდინარეობას და როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, კახა კალაძის საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა იმით, რომ არ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა და რიტორიკა, ორიენტირებული იყო საქმეზე და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სწრაფად გაგრძელდეს ადგილობრივი მოსახლეობის კონკრეტული პრობლემების გადაჭრისათვის ეფექტიანი საქმიანობა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა 3 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება.

„არჩევნებმა ჩაირა მშვიდად, უპრეცედენტოდ დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა თვით უბნებში. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან. ასევე კანდიდატებს შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული არჩევნებისთვის.

ნიშანდობლივია, რომ ცესკოს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა როგორც პროფეზიონალიზმის მაღალი დონე. არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამე თუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება.

ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას, საზოგადოებას კი მშვიდობა, პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთი მხრივ კონცენტრირება იმ მთავარ საკითხებზე, რომლის დაძლევა მარტო არცერთ ძალას შეუძლია და მეორე მხრივ, დესტაბილიზაციის მცედლობებით დასრულება რამეთუ დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ,