პენტაგონმა გამოძიების შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმა, რომლის დროსაც 10 ავღანელი დაიღუპა, შეცდომა იყო და კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ BBC წერს.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალური ინსპექციის გამოძიებით, ადამიანები, რომლებიც ავიაიერიშში მონაწილეობდნენ, დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ხელმძღვანელობდნენ.
თვითმფრინავის თავდასხმაში მონაწილეებს სჯეროდათ, რომ სახლი ცარიელი იყო და ვერ შენიშნეს ბავშვის შესვლა სამიზნე რაკეტის გასროლამდე ორი წუთით ადრე.
წინასწარი გამოძიების შემდეგ, პენტაგონმა სექტემბერში აღიარა, რომ თავდასხმა „ტრაგიკული შეცდომა“ იყო და კომპენსაცია შესთავაზა იმ ათი ადამიანის ნათესავებს, რომლებიც აგვისტოში, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის ბოლო ეტაპზე, დრონით თავდასხმისას დაიღუპნენ.