საფრანგეთის პრეზიდენტმა ანგელა მერკელი დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო, „საპატიო ლეგიონის“ ორდენი გადასცა.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ რყევების მიუხედავად, მერკელმა ევროპული ერთიანობის შენარჩუნებისთვის თავისი წვლილი შეიტანა.

„საპატიო ლეგიონის“ ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ, 1802 წლის 19 მაისს არის დაწესებული.

მერკელი თანამდებობას 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ტოვებს. სამი პარტია, რომლებიც იმედოვნებენ გერმანიის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას, აცხადებს, რომ მათი მიზანია, დეკემბრის დასაწყისში დაინიშნოს ქვეყნის შემდეგი კანცლერი.

ორდენის დევიზია - „ღირსება და სამშობლო“.