ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, B ტიპის ვირუსი უკვე გამოჩნდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, B ტიპის ვირუსი უკვე გამოჩნდა.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მოგესხენებათ, ჩვენ ყოველკვირეულ მონიტორინგს ვაწარმოებთ. გუშინდელ მონიტორინგში გამოჩნდა რომ B ტიპის ვირუსი გამოჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, დეკემბერში აქტიურდება გრიპი. არ ვიცით რამდენად აქტიური იქნება ის", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, B ტიპის ვირუსი და კორონავირუსის დაახლოებით ერთნაირია, თუმცა გამოცდილ ექიმს შეუძლია კლინიკურად მისი დიფერენციაცია.

"საბოლოო დიაგნოზი ისმება ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე", - აღნიშნა მან.

გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურად ატარონ პირბადე, დაიცვან აუცილებელი წესები და აიცრან.

"სერიოზულად ფართოვდება ტესტირება, ამიტომ გთხოვთ, ყველა სიმპტომიან ადამიანს, მიდით პოლიკლინიკებში და ჩაიტარეთ ანტიგენის ტესტი. სიმპტომიან ადამიანში ის 15 წუთში მოგცემთ შედეგს", - განაცხადა გამყრელიძემ.