"შეიძლება მეც შემეშალოს, რაღაც გამოგვრჩეს. არ ვამბობ, რომ ძმაკაცები ან მეგობრები უნდა ვიყოთ, ეს აუცილებელი არაა, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძის თქმით, ოპოზიციის გადასაწყვეტია, აქციები გამართონ თუ სხვანაირად გამოხატონ თავიანთი შეხედულება.
„მათი გადასაწყვეტია, აქციები გამართონ თუ სხვანაირად გამოხატონ თავიანთი შეხედულება სხვადასხვა საკითხებზე. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ ჩვენ შეგვძლებოდა დაჯდომა, ჯანსაღი პოლემიკა, დებატები. შეიძლება მეც შემეშალოს, რაღაც გამოგვრჩეს. არ ვამბობ, რომ ძმაკაცები ან მეგობრები უნდა ვიყოთ, ეს აუცილებელი არაა, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა, თანამშრომლობა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქალაქის განვითარებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.