აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი საქართველოს სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში ეწვია. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

ერიკა ოლსონი პირველ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან გამართავს.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრსა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს. ასევე, ის დაესწრება კულტურულ ღონისძიებას და გაეცნობა საელჩოს მიერ მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს ავითარებს.

ამავე თემაზე:

ერიკა ოლსონი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტისას, რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს განიხილავს