დანიაში, სკაგენის ნავსადგურის დრეიფზე დააკავეს რუსეთის სამეცნიერო ხომალდი, „აკადემიკოსი იოფე“, რომელსაც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის ინსტიტუტი იყენებს.
საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ „აკადემიკოი იოფეს“ დოკუმენტები ჩამოართვეს.
საელჩოში აცხადებენ, რომ „გემის დაკავება განხორციელდა, როგორც დროებითი ღონისძიება, მაგრამ დეტალებს არ აკონკრეტებენ.
საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის 38 წევრი და 23 მეცნიერი იყო.
„აკადემიკოსი იოფე“ , რომელსაც ოკეანეში ბგერის შორს გავრცელების ცდებისთვის იყენებდნენ, 1988 წელს ფინეთში აიგო.
ხომალდი ჰიდროაკუსტიკური სიგნალების გამოსხივების აპარატით არის აღჭურვილი.
მედიის ცნობით, ამ ტექნოლოგიას ოკეანოლოგები იყენებენ, თუმცა მას სამხედრო დანიშნულებაც აქვს.