რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სამეკავშირეო სახელმწიფოს ინტეგრაციის დადგენილებას მოაწერეს ხელი. ღონისძიება ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაიმართა.
რუსეთის და ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხელმოწერილი დოკუმენტი ამტკიცებს 28 ე.წ. სამოკავშირეო პროგრამას, რომლებიც სექტემბერში მიიღეს და ძირითადად, ეკონომიკის სფეროში ინტეგრაციას ეხება.
რუსეთმა და ბელარუსმა ასევე დაამტკიცეს ერთობლივი განახლებული სამხედრო დოქტრინა და „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ საიმიგრაციო პოლიტიკის კონცეფცია.