უკრაინის პარლამენტმა თავდაცვის ახალ მინისტრად ალექსეი რეზნიკოვი დანიშნა. ალექსეი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ანდრეი ტარანს შეცვლის.
რეზნიკოვს მანამდე უკრაინის ვიცე პრემიერის თანამდებობა ეკავა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრი ტარანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, - ამის შესახებ პარლამენტში მთავრობის წარმომადგენელმა ტარას მელნიჩუკმა თავის Telegram არხზე 3 ნოემბერს განაცხადა.
მელნიჩუკმა გადადგომის მიზეზი არ დაასახელა.
მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ტარანის შემცვლელად წარადგენდნენ ვიცე-პრემიერ ოლექსი რეზნიკოვს. პარლამენტი ამ კვირაში მთავრობის ცვლილებების განხილვას გეგმავს.