კორონავირუსგადატანილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმეგო აცრა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილ ადამიანს შესაძლოა გრიპის ვირუსიც დაემართოს.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსგადატანილმა პირმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმეგო აცრა.

„ორივე რესპირაციული ვირუსია, მაგრამ B ტიპის ვირუსი არის სხვა და კორონავირუსი სულ სხვა. კორონავირუსგადატანილს შეიძლება შეხვდეს ასევე გრიპის ვირუსი. ამიტომ თავდაცვითი ღონისძიებები აუცილებელია. კორონავირუსგადატანილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმეგო აცრა. კორონავირუსი თქვენ გრიპის საწინააღმეგოდ არ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, „სასურველია ჯერ გამორიცხოთ კორონავირუსული ინფექცია და გავიკეთოთ სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი.

მისივე ინფორმაციით, ბოლო მონიტორინგის შედეგად, უკვე გამოჩნდა B ტიპის ვირუსი, რომელიც სიმპტომებით ძალიან გავს კორონავირუსს.