რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის საგუბერნატოროს ხელმძღვანელად ისტორიაში პირველად, ქალი დანიშნა.
52 წლის იტალიელი მონაზონი რაფაელა პეტრინი გენერალური მდივნის თანამდებობას დაიკავებს და პასუხისმგებელი იქნება ადმინისტრაციული ოპერაციების ზედამხედველობაზე, რომელიც წმინდა საყდრის მუზეუმებს, ფოსტასა და პოლიციას მოიცავს.
აგვისტოში, რომის პაპმა მონაზონი, ალესანდრა სმერილი დანიშნა ვატიკანის განვითარების ოფისის დროებით მდივნად, რომელიც მართლმსაჯულებისა და მშვიდობის საკითხებს კურირებს.