აშშ-ში დიდ კომპანიებს თანამშრომლების ვაქცინაცია ან კვირაში ერთხელ კოვიდტესტის ჩატარება დაევალათ

აშშ-ში დიდ კომპანიებს თანამშრომლების ვაქცინაცია ან კოვიდტესტის ჩატარება დაევალათ. ათობით მილიონ ამერიკელს, რომლებიც მუშაობენ კომპანიებში 100 ან მეტი თანამშრომელით, 4 იანვრამდე უნდა ჩაიტარონ კოვიდვაქცინაცია ან ყოველკვირეულად გაიარონ ტესტირება. ახალი წესები დღეიდან შევიდა ძალაში. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

სრულად ვაქცინაციისთვის საჭიროა Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინის ორი დოზა ან Johnson & Johnson-ის ერთი დოზა.

მედია წერს, რომ ახალი მოთხოვნები ბაიდენის ადმინისტრაციის ყველაზე თამამი ნაბიჯია, რათა დაარწმუნოს ამერიკელები, რომ საბოლოოდ გაიკეთონ ვაქცინა, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია თვეების განმავლობაში.

წარმატების შემთხვევაში, ადმინისტრაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს დიდ გზას გაუხსნის პანდემიის დასრულებას, რომელმაც შეიწირა 750,000-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე.

რეგულაციები აიძულებს კომპანიებს, მოითხოვონ, რომ არავაქცინირებულმა მუშაკებმა COVID19-ზე უარყოფითი ტესტირება ჩაიტარონ კვირაში ერთხელ მაინც და ატარონ ნიღაბი სამუშაო ადგილზე ყოფნისას.

ახალი წესი 4 იანვრიდან შედის ძალაში.