სალხინოს მონასტრიდან განკვეთილი რამდენიმე სასულიერო პირი პოლიციაშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, მარტვილის პოლიციის სამმართველოში 4 სასულიერო პირი გადაიყვანეს.
ჭყონდიდის ეპარქიაში, ამ ეტაპზე მობილიზებულია პოლიცია. ეპარქიიდან პოლიციას სასულიერო პირები ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ.