COVID19-ით გარდაცვლილ 17 ორსულს შორის ვაქცინირებული არც ერთი არ იყო

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, COVID19-ით გარდაცვლილ 17 ორსულს შორის ვაქცინირებული არც ერთი არ იყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, COVID19-ის პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში ანტენატალურ მეთვალყურეობაზე რეგისტრირებული იყო 85 345 ორსული: 2020 წელს – 45 516, 2021 წელს – 39 829. ორსულებში COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა – 7 338-ია ანუ ორსულთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი – 8.6%.

"ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებულ შემთხვევების წილი მაღალია ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

სრულად ვაქცინირებულ ორსულებში COVID9-ით ინფიცირება ძალიან დაბალია, კერძოდ, ასაკობრივ ჭრილში, ორსულებს შორის აცრილთა მაქსიმალური წილი – 15%, 40-44 წლის ასაკის ფეხმძიმეებს შორისაა.

COVID19-ით ინფიცირებული ორსულების საერთო რაოდენობიდან ლეტალური გამოსავალი აღირიცხა 17 შემთხვევაში, მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული, ლეტალობის მაჩვენებელი – 0.23%", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.