კახა კუჭავა: ელენე ხოშტარია უბრალოდ მოვინახულე

"ელენე ხოშტარია უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განცხადა.

როგორც კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პარლამენტში მუშაობს ექიმი, რომლისთვის მიმართვა ხოშტარიას ნებისმიერ დროს შეეძლება და თავად ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე იქნება კავშირზე.

„უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდ,ა ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, გამოყენებული იქნება მისი მომსახურებაც. უბრალოდ მაინტერესებდა, თუ რამე პირობები აკლდა. ის ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები, თუ საჭირო იქნება“,- განაცხადა კახა კუჭავამ.