საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 33.2%

4 ნოემბერს 4 063 ადამიანი აიცრა.

5 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 995 150 აცრა სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 044 096 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.7 %. სრულად ვაქცინირებულია 948 507 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.2%.

ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას.

ბოლო 24 საათში, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი.

საქართველო ამ დროისთვის „მწვანე პასპორტის“ შემოღების საკითხს განიხილავს.