კელი დეგნანი: „მწვანე პასპორტის“ ინიციატივა ძალიან წარმატებულია ამერიკის ბევრ შტატში. იმედია, საქართველოშიც ასე იქნება

მწვანე საშვების ამოქმედების საკითხი ჯანდაცვის მინისტრთან განიხილა დღეს ამერიკის ელჩმა. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მწვანე პასპორტის ინიციატივა ძალიან წარმატებულია ამერიკის ბევრ შტატში, საფრანგეთში, უკრაინასა და რუმინეთში.

„ის დაეხმარა ადამიანებს, გააცნობიერონ, რომ ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას, დავუბრუნდეთ ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს ასევე ხელსაყრელია ეკონომიკის აღდგენისთის, რადგან ბიზნესს ფუნქციონირების საშუალებას აძლევს.

ასე რომ, მწვანე პასპორტს ნამდვილად შეუძლია, ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ ვითარებაში და ის ძალიან ეფექტური აღმოჩნდა სხვა ქვეყნებში. იმედია საქართველოშიც ასე იქნება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.