Pfizer-ის ცნობით, მათი აბები კოვიდის დროს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს. Associated Press-ი იტყობინება, რომ Pfizer-მა 775 ზრდასრული ადამიანში ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

კომპანია მალე მიმართავს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა (FDA) და საერთაშორისო რეგულატორებს, რომ ახალი პრეპარატი დაამტკიცონ.

პაციენტებში, რომლებიც კომპანიის პრეპარატს სხვა ანტივირუსულ პრეპარატთან ერთად იღებდნენ, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთი თვის შემდეგ 89%-ით შემცირდა.

კვლევის მონაწილეები არავაქცინირებულნი იყვნენ. მათ ჰქონდათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადება და ჯანმრთელობის პრობლემების, მათ შორის სიმსუქნის, დიაბეტის ან გულის დაავადების გამი ჰოსპიტალიზაციის მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.