კომპანიების „ფაიზერისა“ და „ბიოენტეკის“ მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კიდევ ერთ პაციენტს, ამჯერად დასახლება უორვიკშირში მცხოვრებ უილიამ შექსპირს გაუკეთეს.
ამის შესახებ „ბიბისის“ კორესპონდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
„მეორე პაციენტი, რომელმაც კოვენტრის უნივერსიტეტში კოვიდის აცრა მიიღო, არ დაიჯერებთ და უილიამ შექსპირია უორვიკშირიდან“, - წერს ჰიუ პიმი.
პირველი პაციენტი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა, 90 წლის ქალია.
Second patient to get the COVID jab at University Hospital Coventry - would you believe it....William Shakespeare from Warwickshire pic.twitter.com/y0LzxgbJ9w
— Hugh Pym (@BBCHughPym) December 8, 2020