გერმანიაში, რუსეთის საელჩოსთან დიპლომატის ცხედარი იპოვეს. უცხოური მედიასაშუალებები იუწყებიან, დიპლომატი სავარაუდოდ, ფანჯრიდან არის გადავარდნილი.
სხვადასხვა წყარო იმასაც წერს, რომ საელჩომ ექსპერტიზაზე უარი თქვა. თავად დიპლომატს კი, რომელიც მეორე მდივნად 2019 წლიდან მუშაობდა, გერმანელები მზვერავად მოიხსენიებენ.
რაც შეეხება რუსულ წყაროებში მოძიებულ ცნობებს, გარდაცვლილი 35 წლის კირილ ჟალო, ეფესბეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის სამმართველოს უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ალექსეი ჟალოს შვილია.
ოპოზიციის ცნობით, სწორედ გარდაცვლილის მამა კურირებდა საზღვარგარეთ რუსი დისიდენტების ლიკვიდაციას.