ხვალიდან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რუსთავის ციხესთან პერმანენტული საპროტესტო აქცია დაიწყება.
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ რუსთავის ციხესთან და ეს აქცია იქნება პერმანენტული, მზარდი.
"ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით. დროდადრო შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქე ყველა ქალაქიდან, რეგიონიდან და ყველა სოფლიდან. იქ ვიქნებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
"ჩვენ ელემენტარულს ვითხოვთ ხელისუფლებისგან, ადამიანობას ვითხოვთ ხელისუფლებისგან და არ ვითხოვთ მისგან პოლიტიკურ ჟესტებს. ჩვენ, რომ ვიცოდეთ ამ ხელისუფლებას აქვს პატიოსნება, ქვეყნის სიყვარული გააჩნიათ და ღირსება, ბუნებრივია, პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმას მოვთხოვდით, უბრალოდ, იმ ელემენტარულსაც ვერ ახერხებენ, რომ არაკაცები არ იყვნენ.
ვითარება არის მძიმე, მიხეილ სააკაშვილის საციცოცხლო მაჩვენებლები დღითიდღე უარესდება და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს ისტორიული უსამარათლობა აღვკვეთოთ, რამეთუ არ დავუშვათ ის, რაც ჩვენ ისტორიის წინაშე დამნაშავეებად წარმოვგვაჩენს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.