საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში, 9-10 დეკემბერს გაიმართება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჯო ბაიდენი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლებს.
ფორუმი ქვეყნებში დემოკრატიის სტიმულირების მიზნით და ამავე დემოკრატიებში ერთიანი ქმედებებით, დიდი გამოწვევების გადასალახად იმართება.
ჯო ბაიდენის მიერ დაგეგმილ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე მიწვეულ ქვეყნებს შორის ასევე არიან უკრაინა მოლდოვა და პოლონეთი. აღსანიშნავია, რომ მიწვეულთა შორის, Politico-ს ვერსიით, ჯერჯერობით არ არის თურქეთი, რასაც წინ უძღოდა ამ ქვეყნის უთანხმოება დასავლეთის რიგ ქვეყნებთან.