თბილისის მერს „საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, დიდი მოლოდინი არ აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება კონსტრუქციული, თუმცა საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა პარტიის წარმომადგენელიც არის და კახა კალაძე მზადაა თანამშრომლობისთვის. ამის შესახებ მან მედიასთან განაცხადა.
„ერთად ვიმუშაოთ ქალაქის საკეთილდღეოდ. თბილისთან დაკავშირებით, პროექტების, ბიუჯეტის საკითხებთან დაკავშირებით, ნებისმიერ თემაზე შეიძლება თანამშრომლობა. პირველი არჩევნების შემდეგ, 2017 წლის შემდეგ ჩემს ოპონენტებს მივმართე, თუ რაიმე საინტერესო წინადადება, ხედვა ექნებათ თბილისთან დაკავშირებით, რისი გაკეთება შეიძლება ქალაქისთვის, მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის და მზად ვარ ახლაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.