სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველო ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას და ოკუპირებულია მისი ტერიტორიები. მინისტრის თქმით, სწორედ ქართველი დიპლომატების თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
„ბატონი პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი ერთგული და დიპლომატიური სამსახურის ძლიერი მხარდამჭერი, ამას გრძნობს თითოეული დიპლომატი როგორც აქ, თბილისში, სამინისტროში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დიპლომატები ყოველდღიურად გრძნობენ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას და წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მათი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
„აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ სამინისტროს, დიპლომატიურ სამსახურს განსაკუთრებული რესურსები სჭირდება, მით უმეტეს, ჩვენნაირ პატარა ქვეყანას. ამ პროცესში ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას და ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ ამ მიმართულებით უკვე წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება, გვაქვს, პრემიერ-მინისტრის და მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალიან ძლიერი და სერიოზული მხარდაჭერა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.