სომხეთის ოპოზიციის მიერ დაფუძნებული საბჭო მოქალაქეებს საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მუწოდებს

სომხეთში 17 ოპოზიციური პარტიის მიერ დაფუძნებული საბჭო მოქალაქეებს დაუმორჩილებლობის საყოველთაო აქციებისკენ მუწოდებს.

გამოცემა "ნიუს ამის" ინფორმაციით, საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5 დეკემბერს გამართული დემონსტრაციის დროს, ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშნიანს 8 დეკემბრის 12:00 საათამდე გადადგომა მოსთხოვა.

„ამ მომენტიდან 17:00 სააამდე სომხეთის მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, ჩაატარონ დამოურჩლებლობის მშვიდობიანი აქციები, გამოხატონ უკმაყოფილება და წარადგინონ მოთხოვნები“, - განაცხადა „სომხეთის რევოლუციური ფედერაციის“ წარმომადგენელმა, იშხან საგატელიანმა.

მან მოუწოდა მოქალაქეებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და არ აყვნენ პროვოკაციებს. ასევე, საგატელიანმა სამართალდამცველებს თხოვნით მიმართა, დაიცვან მოქალაქეების უფლებები თავისუფალი დემონსტრაციების ჩასატარებლად და არ შეასრულონ ნიკოლ ფაშინიანის მითითებები.

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 10 ნოემბრიდან იმართება. მოქალაქეთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვს.