მედიის ცნობით, ხობში პოლიციელმა სავარაუდოდ, პოლიციელი მოკლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში სავარაუდოდ, პოლიციელმა პოლიციელი მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მომხდარის ორივე მონაწილე ერთი სოფლის მკვიდრი, მეზობლები იყვნენ.

პოლიციის შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

ჯერჯერობით საგამოძიებო ორგანოს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.