ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5240 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2235 პაციენტი, 68 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 748 751 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 684 154, გარდაიცვალა 10 368 პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 544 ტესტი, მათ შორის 33 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 054 PCR ტესტით.
5 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის - 9.55% ხოლო 7 დღის - 10.25%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 872 შემთხვევა, აჭარა - 178, იმერეთი - 1 045, ქვემო ქართლი - 396, შიდა ქართლი - 429, გურია - 105, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 384, კახეთი - 488, მცხეთა-მთიანეთი - 144, სამცხე-ჯავახეთი - 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -57.
აქტიური შემთხვევა - 54 203, საიდანაც: 6 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 577, აჭარაში - 559, იმერეთში - 1 448.
ამ ეტაპზე 1 645 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 624, აჭარაში - 125, იმერეთში - 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 350, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 38, იმერეთში - 30. 1 313 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 822 - თბილისში, 276 - აჭარაში.
46 183 სახლში მკურნალობს, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 5 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 42 963 ადამიანი.