კოვიდინფიცირებულებიდან 1 645-ის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - 350

5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის - 9.55% ხოლო 7 დღის - 10.25%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 872 შემთხვევა, აჭარა - 178, იმერეთი - 1 045, ქვემო ქართლი - 396, შიდა ქართლი - 429, გურია - 105, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 384, კახეთი - 488, მცხეთა-მთიანეთი - 144, სამცხე-ჯავახეთი - 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -57.

აქტიური შემთხვევა - 54 203, საიდანაც: 6 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 577, აჭარაში - 559, იმერეთში - 1 448.

ამ ეტაპზე 1 645 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 624, აჭარაში - 125, იმერეთში - 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 350, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 38, იმერეთში - 30. 1 313 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 822 - თბილისში, 276 - აჭარაში.

46 183 სახლში მკურნალობს, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 5 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 42 963 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5240 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2235 პაციენტი, 68 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.