5 ნოემბერს 4 942 ადამიანი აიცრა

5 ნოემბერს 4 942 ადამიანი აიცრა. 6 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 000 388 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 046 880 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.8%. სრულად ვაქცინირებულია 950 693 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.3%.

ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას.

ბოლო 24 საათში, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი.

საქართველო ამ დროისთვის „მწვანე პასპორტის“ შემოღების საკითხს განიხილავს.