სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა ტეხასის შტატში, ჰიუსტონში მუსიკალური ფესტივალის გახსნის ღამეს ხალხმრავლობის გამო.
როგორც BBC იუწყება, პანიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფესტივალზე ხალხმა სცენის წინა მხარეს დაიწყო ზეწოლა, თერთმეტი ადამიანი გულის გაჩერებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რვა კი გარდაიცვალა.
ღონისძიებაზე, რომელსაც 50,000 ადამიანი დაესწრო, 300-მდე ადამიანს მკურნალობა დასჭირდა დაზიანებების გამო, როგორიცაა ჭრილობები და სისხლჩაქცევები.
ფესტივალის დამფუძნებელმა ტრევის სკოტმა რამდენჯერმე შეაჩერა თავისი 75 წუთიანი შოუ, როდესაც სცენის წინ თაყვანისმცემლები შენიშნა.
რეპერმა დაცვას სთხოვა, დარწმუნებულიყვნენ, რომ ისინი კარგად იყვნენ. კონცერტის ვიდეოზე, ჩანან გულშემატკივრები, რომლებიც ხტებიან სასწრაფო დახმარების მანქანაში, პარალელურად კი სცენაზე გრძელდება კონცერტი.