სიერა ლეონეში საწვავის ტანკერის აფეთქებას სულ მცირე 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სიერა ლეონეს დედაქალაქ ფრიტაუნში მომხდარი ძლიერი აფეთქებისას სულ მცირე 84 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნავთობით დატვირთული ტანკერი ავტომობილს შეეჯახა.

ვარაუდობენ, რომ აფეთქება მოხდა ქალაქის ველინგტონის რეგიონში, გადატვირთული სუპერმარკეტის სიახლოვეს.

ერთ-ერთი ცნობით, ხალხით სავსე ავტობუსი მთლიანად დაიწვა, ქუჩებში კი საწვავი დაიღვარა.