კოსტა-რიკაში კოვიდვაქცინა ბავშვებისთვის უკვე სავალდებულო ვაქცინების ჩამონათვალში იქნება. იტყობინება BBC.
12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას ქვეყანაში მომავალი წლის მარტიდან დაიწყებენ. კოსტა-რიკამ ამერიკულ კომპანია Pfizer-თან ვაქცინის 3,5 მილიონი დოზის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმა, 1,5 მილიონი დოზა ბავშვებისთვის არის განკუთვნილი დანარჩენი კი, ე.წ. გამაძლიერებელი დოზებისთვის.
ქვეყანაში სულ დაახლოებით 55%-ია სრულად აცრილი.12-დან 19 წლამდე ასაკის 70%-ზე მეტმა გაიკეთა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა.
სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ ვაქცინა მცირეწლოვან ბავშვებში იყო დაახლოებით 91%-ით ეფექტიანი COVID19-ის პრევენციის კუთხით და რომ მათი იმუნური პასუხი შედარებული იყო 16-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანებში. სერიოზული გვერდითი მოვლენები მკვლევარებს არ გამოუვლენიათ.