ავსტრიის ხელისუფლება 8 ნოემბრიდან შეზღუდვებს დაუწესებს მოქალაქეებს, რომლებსაც კოვიდვაქცინა არ აქვთ გაკეთებული. ამის შესახებ Reuters-ი წერს კანცლერმა ალექსანდრ შალენბერგის განცხადებაზე დაყრდნობით. ამის მიზეზი ახალი შემთხვევების გაზრდილი მაჩვენებელია.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მხოლოდ ვაქცინირებულები ან კოვიდგადატანილები დაიშვებიან კაფეებში, რესტორნებსა და სილამაზის სალონებში.
ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 64 პროცენტი სრულად არის ვაქცინირებული Covid-19-ის წინააღმდეგ, რაც შეესაბამება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპაში.