ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი, 26 წლის მარილია მენდონსა ავიაკატასტროფაში დაიღუპა.სამხრეთ-აღმოსავლეთ მინას გერაისის შტატის სოფლად მომხდარის დროს ასევე დაიღუპნენ მისი ბიძა, პროდიუსერი და ეკიპაჟის ორი წევრი. ამის შესახებ BBC წერს.
გასულ წელს, როდესაც პანდემიის გამო კონცერტები გაუქმდა, მომღერალმა ონლაინ კონცერტების სერია დაიწყო. ერთ-ერთმა ასეთმა წარმოდგენამ რეკორდი დაამყარა და მსოფლიოში ყურებადი პირდაპირი ტრანსლაცია იყო YouTube-ზე 3,3 მილიონი მნახველით.
მარილია მენდონსას ორი წლის ვაჟი დარჩა. ის საღამოს კონცერტზე უნდა გამოსულიყო ქალაქ კარატინგაში, ავარიის ადგილიდან 12 კილომეტრში (შვიდი მილი). ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, როგორც ემზადებოდა კერძო თვითმფრინავში ჩასასხდომად.