კაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა

კაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც კაცს დახმარებას ადგილზე უწევდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი რუსთავის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.