საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 104 ადამიანს დაუდასტურდა, 67 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 104 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4627 პაციენტი, 67 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 115 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 126 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 989 PCR ტესტით.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 752 855-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 688 781-მდე.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.06%, ბოლო 14 დღის - 9.58% ხოლო 7 დღის - 10.45%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 435 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 635 შემთხვევა, აჭარა - 168, იმერეთი - 766, ქვემო ქართლი - 283, შიდა ქართლი - 246, გურია - 110, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 322, კახეთი - 420, მცხეთა-მთიანეთი - 59, სამცხე-ჯავახეთი - 80, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 53 613. 1 314 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 835 - თბილისში, 272 - აჭარაში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 45, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 6 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 201 ადამიანი.